იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:04, 30 Jun, 2016     1720

„ქართულმა ოცნებამ“ შიდაპარტიული კვლევები გამოაქვეყნა, აღნიშნულზე კი კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს. პრემიერის განცხადებით, პარტია „იძულებული იყო, რომ შიდაპარტიული კვლევები გამოექვეყნებინა“.

„საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა.

ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია ერთი რამ - არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42