დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად OECD-ის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 18:10, 30 Jun, 2016     971
„ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება - დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, საბაჟოს რეფორმებით დამთავრებული“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში OECD-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შორის უწყებათაშორის შეხვედრას საქართველოს მხრიდან დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო OECD-ის მხრიდან ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე დუგლას ფრანცი უძღვებოდნენ. თბილისში უწყებათაშორისი შეხვედრის გამართვა, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობას OECD-ის სამდივნომ შესთავაზა.

„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, რომელშიც OECD არის ჩართული. ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, დამთავრებული საბაჟოს რეფორმებით. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც აღინიშნა კიდეც შეხვედრაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს OECD-ის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დახმარებაში. ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, განათლებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, მწვანე ეკონომიკაზე, საბაჟოსა და ვაჭრობის მხარდაჭერაზე.

„პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს კომპლექსური შეფასება, თუ სად იმყოფება დღეს ქვეყანა იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, რა ქმედებებია განსახორცილებელი, რათა ძალიან სწრაფად, ნაკლები დანაკარგებით და მეტი სარგებლით მივიდეთ OECD-ის ქვეყნების დონემდე“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42