კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო
პოლიტიკა - 18:07, 30 Jun, 2016     1066
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილებაზე, პენიტენციური დაწესებულებების მართვის თანამდროვე მოდელების დანერგვასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებულ პროგრამებს, ასევე, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების მნიშვნელობას.

მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლების ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს რეფორმებს გაეცნო. სომხეთში პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო პენიტენციური დეპარტამენტია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პრობაციის სფერო კი, ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს სახით, პენიტენციური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში დაგეგმილია პრობაციის სისტემის ცალკე დეპარტამენტად შექმნა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სომხეთის მხარეს ამ პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. გარდა ამისა, მათი დაინტერსება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურამ და მუშაობამ გამოიწვია, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება. სომხეთის მხარე ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.

კახა კახიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42