ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:46, 30 Jun, 2016     1324
გიორგი მარგველაშვილისა და გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს და ქალბატონ დანიელა შადტს მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ სტრატეგიულია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრამავების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს ხედავს.

„მე ვარ ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

მე ვარ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც 200 წლის წინ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენ კულტურას და ყოფას.

ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტები და სტრატეგიული პროექტები, რომელთა გაღრმავებაც ნამდვილად ორივე სახლემწიფოს ინეტერსებშია.

ამასთან ერთად, გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ევროპულ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია და როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სიღრმისეულად, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული და პერსპექტიული.

საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც როდესაც საკითხი გლობალურ სტაბილურობას ეხება, არასდროს ვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები და აქტიურები” - , აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ინტენსიური ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და ქართულ- გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42