შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და ენპარდ აჭარა-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე. დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მასპინძლობდა. დელეგატებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ, სტუმრებისთვის მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.
ბოლო სამი წლის მანძილზე აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა და ფერმერთა განათლებისათვის.

მასალის გამოყენების პირობები






