,,ტერორისტების სამიზნე, თურქეთის გარდა საქართველო და აზერბაიჯანია“ - ტერორიზმის საფრთხე რეგიონში
პოლიტიკა - 14:31, 30 Jun, 2016     33174
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში ტერაქტს მოაწყობს, და არეულობას შეეცდება, რუსეთის იმპერიული ზრახვების წისქვილზე დაასხამს წყალს. მისივე განცხადებით, ცხადია, რომ დღეს საქართველოს სპეცსამსახურები ქვეყნის შიგნით აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მსგავი ინციდენტების პრევენცია მოხდეს.

„საფრთხეები არის, მაგრამ საქართველო ჯერ სამიზნე არ არის. ბევრი იმუშავეს კავკასიელებმა იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არ გამწვავებულიყო სიტუაცია. ვგულისხმობ განცხადებებს მიმართვებს, პირად კონტაქტებს - პრევენციის თვალსაზრისით. მოვახერხეთ თანამოაზრე კავკასიელებთან ერთად და დავნერგეთ ის მოსაზრება, რომ საქართველო არის თავისუფლების და საქართველო არის ასე ვთქვათ, ანტი იმპერიალისტური დაპირისპირების ცენტრი. ვგულისხმობ რუსეთს. რელიგიური მიმდინრეობა, თუ პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში ტერაქტებს მოაწყობს და არეულობას შეეცდება, ის რუსეთის იმპერიული ზრახვების წისქვილზე დაასხამს წყალს. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით სპეცსამსახურებიც მუშაობენ, არ ვციით რა მეთოდებს იყენებენ მაგრამ აშკარაა რომ მუშობენ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ოპოზიციას, ჩვენ მათი საქმიანობის კვალი არსად შეგვხვედრია. საქართველო ამ ეტაპზე სამიზნე არ არის“,-განაცხადა კასრელიშვილმა.

შეკითხვაზე თუ რაზეა დამოკიდებულები საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხის ზრდა, კასრელიშვილმა განმარტა, რომ ეს შესაძლოა იყოს ის გარიგება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„პირველი რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ თუ რუსეთსა და თურქეთს შორის შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც რუსეთი და თურქეთი ერთობლივი ძალისხმევით შეებრძოლებიან ტერორიზმს ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თურქეთს უნდა გაუშიფროს მისი აგენტურა, მის ტერიტორიაზე თურქეთმა კი უდნა გაუშიფროს მისი აგენტურა ჩრდილო კავკასიაში. რასაც აუცილებლა დმოჰყვება კავკასიელების გააქტიურება და არამარტო რადიკალური ისლამის კავკასიელების გააქტიურება. კავკასიაში შეიძლება დაიწყოს ერთობლივი ანტირურუსლი და ანტითურქული კამპანია და ამის საფრთხე რეალურად არსებობს“,- განაცდა კასრელიშვილმა.

შეკითხვაზე თუ რა შეიძლება გახდეს, მსგავი ინციდენტების ხელისშემშლელი პირობა და რა უნდა გაკეთდეს ამის პრევენციისთვის კასრელიშვილმა განაცხადა,რომ ამისთვის, სწორი რეგიონალური პოლიტიკის ქონაა საჭირო.

„ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, თავადაც გვთხოვეს და გავუკეთეთ რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი მიამრტულებები ვთვლით რომ ომი და სპეცსამსახურების მუშაობა არის ერთი მიმართულება. პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ სხვადასხვა მიმართულებებით მოხდეს მუშაობა. შევთავაზეთ, შევთანხმდით დავარიგეთ, მაგრამ შეაყარეთ კედელს ცერცვი,თავი დავანებეთ. ის რეკომენდაციები რაც შევთავაზეთ გათვალისწინებული არ არის“,- განაცხადა კასრელიშვილმა.

„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთის გარდა, ტერორისტების სამიზნე ქვეყნები საქართველო და აზერბაიჯანია. მისივე განცხადებით, თურქეთსა და რუსეთს შორის შემდგარი შეთანხმება კავკასიაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

„როგორც გითხარით, თურქეთის გარდა სამიზნე ქვეყნენო არის აზერბაიჯანი და საქართველო, პოსტსაბჭოური სივრცის ისლამური სახელმწიფოებიდან კი - ყაზახეთი, უზბეკეთი. თუ რუსეთსა და თურქეთს შორის შედგა შეთანხმება ანტიტერორისტული თანამშღომლობის შესახებ მაშინ პირველ რიგში ჩვენ ამას კავკასიაში ვიგრძნობთ, არეულობით“,-განაცხადა კასრელიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42