"თავისუფალ დემოკრატებს"ორი ახალი წევრი ჰყავს
პოლიტიკა - 13:15, 30 Jun, 2016     2297
პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ორი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი და მალზახ ბაბლიძე შეუერთდა. ახალი წევრები საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მათ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივ ორგანიზაციებს უხელმძღვანელებს. გაფრინდაშვილი ეწევა ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას. ხელმძღვანელობს რამოდენიმე კომპანიას. იგი მუშაობდა ინჟინერ-ეკონომისტად ჭიათურის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში. თეიმურაზ გაფრინდაშვილი გახლდათ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს საგეგმო განყოფლების უფროსი და ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურის დირექტორი. გაფრინდაშვილი 2006-2014 წლებში იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი წირქვალის საარჩევნო ოლქიდან. საკრებულოს წევრობისას კი ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი. რაც შეეხება მალხაზ ბაბლიძეს იგი ზესტაფონის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ გუნდს უხელმძღვანელებს. ბაბლიძე გახლავთ შპს ‘’ინსატურბოჯორჯიას’’-ს საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი. იგი გახლდათ ქ. ზესტაფონის ვიცე მერი, ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე და რამოდენიმე შპს-ს დირექტორი.

,,პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ორი ახალი წევრი გვყავს. ჩვენი პარტიის რიგებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი და მალზახ ბაბლიძე უერთდებიან, რომლებიც ჭიათურის და ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოზიციებს დაიკავებენ. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს თეიმურაზი და მალხაზი არიან ჩართული ბიზნესის სფეროში, მათი ხელმღვანელობით არაერთ კომპანიაში დასაქმებულია ათეულობით ადამიანი. მათ კარგად იციან რომ დღეს განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში პრიორიტეტული არის სწორედ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. მათ კარგად იციან რას ნიშნავს თავისუფალი ბიზნესი, როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ბიზნესთან და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან. ბიზნესის ტერორი განსაკუთრებით კარგად აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი მალხაზ ბაბლიძეს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ,,მაგნატის“ მეპატრონე, ხელისუფლებისგან უდიდეს ზეწოლას და წნეხს განიცდიდა.

დღეს ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ სწორედ ასეთ ბიზნესმენებს, მათ შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უკეთესი ეკონომიკის და უკეთესი ცხოვრების მოტანა ყოველი ქართველის ოჯახში. ეს განსაკუთრებით სჭირდება დღეს ჩვენს რეგიონებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42