მერიის სატრანსპორტო კომპანიაში არსებული კორუფცია - გუგული მაღრაძის სიძე სკანდალში გაეხვა
პოლიტიკა - 12:08, 30 Jun, 2016     2964
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე სკანდალურრ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
აბესაძის ინფორმაციით, გუგული მაღრაძის სიძე, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა.
ენმ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ავტობუსებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 12 000-ზე რეისით ნაკლები შეასრულეს, ვინაიდან 108 ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავია.

მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საკითხი უნდა იქნას შესწავლილი პროკურატურის მიერ.
„კომპანიის დირექტორატი გაუარესებული მომსახურების პირობებში ახერხებს დახარჯოს 60 000 ლარი სარესტორნო მომსახურებაში. ასევე ახერხებს სამივლინებო ხარჯებისთვის მილიონობით ლარის დახარჯვას ისე, რომ არც ერთი თეთრი დასაბუთებული არ არის. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძიმე კორუფციული შემთხვევებია ტენდერებში, კერძოდ, აუდიტორებენ წერენ, რომ ზეთისა და დიზელის ხარჯვაზე არასათანადო ხარჯებია გაწეული და ასეულობით ათასი ლარი იფლანგება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების მცდელობა. აუდიტორების დასკვნით, დღესაც ნებართვის გარეშე ხორციელდება ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზის მშენებლობა, ვინაიდან აღნიშული კომპანიის დირექტორი, რომელიც მშენებლობას ახორციელებს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და-ძმა არიან, ანუ იკვეთება ნეპოტიზმი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თავად ღურჭუნელია აცხადებს, რომ ის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. გუგული მაღრაძის სიძე ანბობს, რომ შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა ამასთან კავშირში არ არის.

„მე 3 მაისის მერე პრაქტიკულად მანდ აღარ ვმუშაობ, სხვა სამსახურში ვარ. გუშინ მერიას გაუკეთებია განცხადება მთავრობის სხდომაზე, არც ვიცოდი, პირველად გავიგე. ერთი თვის წინ დავწერე განცხადება. თანამდებობა არ არის ეგ, გაცილებით უკეთესი თანამდებობები არსებობს,“ - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ "კურიერთან" საუბრისას,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42