საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გიგი წერეთელის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთო-ს საპალრამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე რომ, რაც უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა - არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა - ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, დრომ "ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. "სოციალ-დემოკრატების" კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რომლის წევრიც არის. მე პირადად, ვარ "ლიბერალ-დემოკრატების" წევრი და მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






