მთავრობის სხდომაზე აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს
პოლიტიკა - 10:43, 30 Jun, 2016     1064
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ინტენსიური წვიმების შედეგად დაზარალდა ქედა და შუახევი.
„ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. ხიდების აღდგენას დრო დაჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის. ამ ოთხი ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომელიც აღგვადგენინებს სრულყოფილ კავშირს მოსახლეობასთან, სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ. ასევე მათ სჭირდებათ რკინიგზიდან ვაგონების ძარები ხიდისთვის“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.

„კარგია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ არის კომუნიკაცია საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ, გავიაროთ ეს საკითხები. მინდა, ფინანსთა სამინისტროდან გიორგი თაბუაშვილს ვთხოვო, რომ დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები. რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდგომარეობაა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დევდორაკის ხეობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება, თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.

„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მხოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42