თბილისისკენ მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება
პოლიტიკა - 17:48, 29 Jun, 2016     1759
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება. ამასთან საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ინდივიდუალური გზებით ათათურკის აეროპორტიდან საქართველოში გამომგზავრებას, აეროპორტში არსებული დიდი რიგების გათვალისწინებით დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ ქ. სტამბოლის ათათურკის საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს ავიაკომპანია „Turkish Airlines” და ავიაკომპანია “Atlasglobal”. მათ შორის ავიაკომპანია „Atlasglobal” აწარმოებს მოლაპარაკებას შესაბამის სამსახურებთან მგზავრთა რაოდენობის ერთიანად გადმოყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპანია “Atlasglobal”-ი ვერ მოახერხებს ყველა მგზავრის თბილისში დღეს დაბრუნებას მათ ავიაკომპანიის ხარჯით დააბინავებენსასტუმროში და გამოამგზავრებენ უახლოესი რეისით.

სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უკვე უზრუნველყო საქართველოს იმ მოქალაქეების გადაყვანა აეროპორტში, ვინც დახმარებისთვის მიმართა საკონსულოს. დღესვე თბილისის მიმართულებით განხორციელდება კიდევ ორი რეისი თურქეთის დროით 21.10 საათზე და 01:40 საათზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებსდამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00, საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26;ამასთან შეგახსენებთ, რომ ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42