"საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა"- სახალხო დამცველი
პოლიტიკა - 16:57, 29 Jun, 2016     1493
სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის ოფისმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი საკუთარი ინიციატივით შეისწავლა. უჩა ნანუაშვილის დასკვნის თანახმად მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ კანონის დარღვევით მიიღოს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშული გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო, შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ღონისძიება – სასამართლოს თავმჯდომარის ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული ნორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მხრიდან.

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზემოთ აღნიშული და სხვა გარემოებების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და გამოთქვამს იმედს, რომ ასეთ პრაქტიკას მომავალში ადგილი არ ექნება . ''- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42