მნიშვნელოვანია, ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში - ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 16:57, 29 Jun, 2016     892
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სასამართლოსა და ბიზნესის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

შეხვედრა ტექნოპარკის შენობაში გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აბულაშვილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია, ასევე სხვა სამინისტროების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ყალიბდება გამჭვირვალე პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება სასამართლო ხელისუფლების როლის განხილვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში. „ყველა შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მის ქვეშ შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ უკვე საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად სწორი“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სასამართლოებში ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში. მისი თქმით, ყველას ძალიან კარგად აქვს გათავისებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ყველა მხარემ დაადასტურა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ახალი რეფორმები. ვისაუბრეთ პირველი რიგის ამოცანებზე ჩვენი მხრიდანაც და სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლოეს მომავალში იყოს უზრუნველყოფილი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42