„გამომდინარე იქიდან, რომ პრავალპარტიული არჩევნები იქნება, ტემპერატურა მაღალი იქნება, მაგრამ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ აიღო ყველა პასუხისმგებლობა და გაამკაცრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პოლიტიკური დისკრიმინაციის და ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღებით მოეკიდება თითოეული პარტია. ასევე სათანადო პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტებით დაიცავს აღმასრულებელი ხელისუფლებაც, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც. მოლოდინი არ ის, რომ კამპანია იქნება ცხარე, მაგრამ ნებისმიერი ძალადობა, დროულად აღკვეთილი უნდა იყოს. კორცხელის ინციდენტებიც აღარ განმეორდება“,-განაცხადა კორძაიამ პორტალ ,,კვირას" პრესკლუბში.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რომ არჩევნების პერიოდში სხვადასხვა პოლიუტიკური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს კორძაიამ განაცხადა, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან პოლიტიკური ძალების შესაძლო ბოროტ განზრახვებზე საუბარი არასწორი იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






