თამარ კორძაია ზაფხულში პარლამენტში რიგ გარეშე სხდომის ჩატარებას გამორიცხავს
პოლიტიკა - 16:04, 29 Jun, 2016     1125
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია ზაფხულში რიგ გარეშე სხდომის ჩატარებას გამორიცხავს. „კვირას“ პრეს~კლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ საშემოდგომო სესია პარლამენტში სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
„პარლამენტი ვერასდროს ამოწურავს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის აუცილებლობას, თუმცა დღევანდელი რეალობა იმის მანიშნებელია, რომ ზაფხულში სხდომა ვერ ჩატარდება. სექტემბრის პირველ სამშაბათს დაგეგმილია საშემოდგომო სესიის გახსნა და რამდენიმე სხდომის ჩატარება, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ე.წ. მესამე ტალრის მიღება და ძალაში შესვლა. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას სექტემბერში განახორციელებს“, - განაცხადა კორძაიამ.

„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორძაია პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ხელმეორედ წარდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, უმრავლესობა მის პოზიციას არ შეიცვლის.

„კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთი და იგივე კანდიდატი მხოლოდ ორჯერ წარადგინო. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთხელ დაწუნებული კანდიდატი შესაძლოა მეორედ იქნას მოწონებული. ეს დამოკიდებულია კანდიდატების მხრიდან არგუმენტაციის წარდგენაზე და პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რადგანაც როგორც ვიცით ამას 76 ხმა ესაჭიროება. ვფიქრობ, რომ ზაფხულში შესაძლებელი იქნება საკომიტეტო მოსმენის განხორციელება, მოხერხდება თუ არა სექტემბერში ვნახოთ. ახლა სხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, თუმცა თუ გავითვალსიწინებთ უმრავლესობის მიერ გაკეთებულ კომნტარებს ისინი მათ პოზიციებს არ შეიცვლიან. ეს არის შეფასება, თუმცა რა თქმა უნდა მივყვეთ პროცედურებს“,-განაცხადა კორძაიამ.

საერთო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა პარლამენტში სექტემბერში გაიმართება, რის შემდეგაც მას სავარაუდოდ მესამე მოსმენით მიიღებენ.

„ამ კანონის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. პარლამენტი უძლურია თუ მთავრობა იტყვის, რომ არ იხილავს ამ საკითხს ახლა. ჩვენ საკუთარი ინიციატივით ამ სკაითხს ვერ წამოვწევთ რადგანაც ინიციატორზე ვართ დამოკიდებული. იმედი გვაქვს რომ ინიციატორი გამოიჩენს მის თანმიმდევრულ დამოკიდებულებას და სექტემბერში ეს სკაითხი კენჭისყრაზე დადგება და მესამე მოსმენით მივიღებთ. ამ შემთხვევაში მე ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რადგან მთავრობამ თითონ უნდა დააყენოს საკითხი, მთავრობა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებს და ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საკითხი ხელმეორედ დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ პარლამენტის წევრები უძლურები ვართ.“,-განაცხადა კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42