პრეზიდეტის განცხადება ადეკვატური იყო, მისი მხარდაჭერა იყო საქართველოს მხარდაჭერა - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 15:14, 29 Jun, 2016     1199
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა 1-5 ივლისს საქართველოში გასამართ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ეუთოს პრეზიდენტს აირჩევენ.

წერეთელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის არ არსებობაზეც და აღნიშა, რომ ქვეყნისთვის ესაა უნიკალური შანსი და ხელისუფლების პოზიცია ადეკვატური უნდა იყო.

„თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, თავისი მასშტაბით უპრეცედენტო პოლიტიკური მოვლენაა. წლების განმავლობასი ჩვენ ეუთოში ვმუშაობდით, რომ ეს ღონისძიება საქართველოში შემდგარიყო, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან პრესტიჟულია.

რაც შეეხება თემას, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა, არ ვფიქრობდი, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესაა უნიკალური ფორუმი, რომელიც საშუალებას იძლევა სხვა საკითხებთან ერთად, ფოკუსირებული იყო შენი ქვეყნის პრობლემებზე იგივე უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიდგომა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და მავნებლურია.

მაქვს პატივი ორჯერ ვიყო არჩეულია ეუთოს ვიცე-პრეზიდენტად. უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ევროპის პოლიტიკური გაერთიანება მხარს ქართველ კანდიდატს უჭრს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ უადგილოა პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბარი. მთავარია საქართველომ ხელიდან არ გაუშვას შანსი, რომ უკეთ იყოს წარმოდგენილი და მეტი ბერკეტი ჰქონდეს.

პრეზიდეტის განცხადება ამ თვალსაზრისით ადეკვატური იყო, მისი მხარდაჭერა იყო საქართველოს მხარდაჭერა. ხელისუფლებამ კი უკეთ უნდა გაიაზროს თავისი პოზიცია და ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი არ მიაყენოს“ - განაცხდა გიგი წერეთელმა.

აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ვიწროპოლიტიკური მოვლენეის გამო არ დაბლოკონ ჩვენი ქვეყნის კანდიდატური და მას მხარი დაუჭირონ.

ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება პარტიის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ. მისი განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უსაფრთხოების არქიტექტურის ერთერთი ქვაკუთხედია, მის პრეზიდენტად ქართველი კანდიდატი კი ქვეყნისთვის უნიკალური შანსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42