„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას. გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში შეეწერა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. მომხდარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომელთა წინაშე თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა დგას.
ტერორისტული აქტების სამიზნე არ არის კონკრეტული სახელმწიფო ან ერი. ტერორიზმი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ მშვიდობისა და თავისუფლების მოყვარე ადამიანებს.
საქართველო მტკიცედ უნდა დადგეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის რესპუბლიკის გვერდით, გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში, გააქტიუროს ჩვენი სახელმწიფოს მონაწილეობა ტერორიზმთან ბრძოლაში“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






