ოთხოზორიას მკვლელობა და ჟენევის მოლაპარაკებები - ზალკალიანი ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციაზე
პოლიტიკა - 14:38, 29 Jun, 2016     1879
2016 წლის 28 ივნისს, ქ. ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფის - აშშ-ს, კანადის, პოლონეთის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ისაუბრა ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრის მონაწილეების მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე შემდგომში პროგრესის დაფიქსირების მიზნით.

28 ივნისს, ასევე გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ჰერბერტ ზალბერთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო განვითარებებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 19 მაისს, სოფ.ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე და ხაზი გაუსვა დამნაშავეების დროულად დაკავების აუცილებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა გალის IPRM-ის განახლების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42