მინისტრის შეფასებით, FTA-ს შეთანხმების ხელმოწერა როგორც პროცესის დასასრულს, ისე დასაწყის აღნიშნავს. „ის აღნიშნავს იმ პროცესის დასასრულს, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც მეტი ოფიციალურობა შესძინა ჩვენს ურთიერთობებს. სწორედ ამ ოფიციალურმა ურთიერთობებმა მოგვცა შესაძლებლობა დაგვეწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულები შესახებ. ორივე მხარის მიერ გამოვლენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მომზადებას მხოლოდ სამი რაუნდი დასჭირდა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება FTA-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მყარი საფუძველი“ - აღნიშნა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლილია ალფრედსდოთირის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების შედეგი - ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისთვის. მისი თქმით, მხარეებს შორის ურთიერთობების ახალი ეპოქა იწყება. „იმედს ვიტოვებ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს გახდის ვისიამოვნოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნიდან მოსული მაღალი ხარისხის პროდუქციით და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ შეგვეძლება უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობები დავამყაროთ იმ თბილ და მეგობრულ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში“ - მიმართა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






