"აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება ყველაზე ეფექტიანი პასუხი რუსეთის მცდელობებზე"- ჯანელიძე
პოლიტიკა - 16:10, 28 Jun, 2016     1085

"რამდენიმე დღეში მე დავბრუნდები პოლონეთში, ნატო-ს სამიტზე, რომელსაც ვარშავა მასპინძლობს. მჯერა, რომ ეს სამიტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიმართულებით. ეს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრექსიტის შემდგომ, როდესაც საჭიროა მომხდარის გაანალიზება და ფიქრი იმაზე თუ როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოება რეგიონში. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და ვიფიქროთ თუ როგორ გავაძლიეროთ ევროპული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ეს უნიკალური პროექტი -“ -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავაში, საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძე პოლონურ კვლევით ცენტრში მოხსენებით წარსდგა თემაზე საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პარადიგმაში.

მოხსენება რეგიონში უსაფრთხოების არსებულ გარემოს და ამ კონტექსტში ისტორიულად განვითარებულ და მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებს და ამ კონტექსტში საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების როლს. მისი განცხადებით მიუხედავად უამრავი გამოწვევისა საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და წინსვლას და რეგიონში წარმატებულ მაგალითად ითვლება.

მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევრო-ატლანტიკური უსაფრთოხების არქიტექტურაში შავი ზღვის როლს, რომელიც თანამშრომლობის ბევრ შესაძლებლობებს იძლევა. მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების პროცესში.

მისი განცხადებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ვარშავის სამიტზე მიღებული შედეგი ქვეყნის საბოლოო მიზნის - გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ მკვეთრ და გამოკვეთილ ნაბიჯად იქცეს. მისი თქმით საქართველო ვარშავის სამიტზე ელოდება ალიანსის პოლიტიკურ მხარდაჭერას და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის კიდევ ერთხელ დადასტურებას, ისევე როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.

"ჩვენ გვწამს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონას გააფართოებს, რაც, როგორც ნატოს მოკავშირეების, ისე საქართველოს საერთო ინტერესებს ემსახურება. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საქართველოს გარდაუვალი წარმატების წინაპირობაა და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყანაში რეფორმებისა და დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ამასთანავე, საქართველოს წევრობა მასტაბილიზებელი ფაქტორი გახდება რეგიონში და ის რეგიონულ უსაფრთხოებაზე პოზიტიურ ზემოქმედებას იქონიებს. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატება იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური არჩევნის პატივისცემა ჩვენს რეგიონში სრულიად შესაძლებელი რამაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება ყველაზე ეფექტიანი პასუხი რუსეთის მცდელობაზე აღადგინოს საბჭოთა კავშირი - ევრაზიული კავშირის სახით“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით ნატო-ს ვარშავის სამიტი არის საუკეთესო საშუალება პასუხი გაეცეს თანამედროვე გამოწვევებს. იმავდროულად ეს არის კარგი საშუალება უბიძგოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს განაგრძონ დემოკრატიული ტრანსფორმაცია, განახორციელონ რეფორმები და ამ გზით მიუახლოვდნენ ალიანსს.

პოლონეთის საერთაშორისო ინსტიტუტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა, რომელიც 2016 წლის 27-28 ივნისს იმართება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა პოლონეთის სენატსა და სეიმში. ასევე კოლეგა მინისტრთან ერთად მოხდება პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პროექტის "თბილისის კონფერენციის" ინაუგურაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42