სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ივლისიდან დაიწყებს მუშაობას
პოლიტიკა - 15:34, 28 Jun, 2016     945

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილებისთვის სპეციალური ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომენტარს აკეთებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში ვერ შედგა კონსენსუსი ორ მუხლთან დაკავშირებით და მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე კენჭისყრა გადაიდო სექტემბრისთვის. აქედან გამომდინარე, მე და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ არ დაველოდოთ ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და უკვე ამ თვის განმავლობაში შევქმნათ ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნასაც ეს კანონპროექტი დაგვავალდებულებდა, კანონად რომ ქცეულიყო“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებების ანალიზს გააკეთებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს.

„თარიღების დადასტურება − იქნება ეს სექტემბერი, ოქტომბერი თუ მოგვიანებით, ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ არ ვიცით, საერთო სასამართლოებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა. მე მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩემი ბრძანებით დამტკიცდება, ქალბატონ ნინოსთან და სასამართლო კორპუსთან შეთანხმებით, უკვე ივლისიდან დაიწყებს მუშაობას და შემოდგომაზე გარკვეული პირველი შედეგები უნდა გვქონდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42