კვლევას "არასერიოზული" უწოდა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ეკა ვბესელიას თქმით კი ეს ციფრები არის ოცნება.
„იმედია არ მიწყენთ მეტისმეტი გულწრფელობისთვის, მაგრამ გეტყვით პირდაპირ, რომ თქვენი დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიმართ მე სანდოობა არ მაქვს. ასე რომ, ამ ციფრებს დავტოვებდით ციფრებად, კომენტარის გარეშე, უფრო რეალური იქნება, ძალიან ახლოს ვართ საპარლამენტო არჩევნებთან, ძალიან მალე ჩვენი ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ეს ციფრები არის ოცნება, რომელსაც თქვენ ახმოვანებთ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
რუსთავი 2 სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ ჩაატარა.სოციოლოგიური კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც ასახავს.
კითხვაზე - "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - შედეგები ასე გადანაწილდა.
გამოკითხულთა 22.4% ქართული ოცნებას უჭრს მხარს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობას კი 21.7%.
გამოკითხულთა 7.8% - მა არჩევანი სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეის სასარგებლოდ გააკეთა.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას თავისუფალ დემოკრატების 6.2% მისცემდა.
შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია 2.8% ით და , პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.2%- ით.
ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო 1.6 %, რესპუბლიკური პარტია 0.6 %, ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 0.3 %, საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი 0.2 %, თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა 0.2
კვლევის მიხედვით, ეროვნული ფორუმს ხმას არჩევნებზე მონაწილეობის შემთხვევაში 0.1% დაუჭრერს მხარს.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ვეტერანების პარტიას ხმას 0.1% მისცემდა.
ქართული დასი - ჯონდი ბაღათურია 0.1%, ლადო ბედუკაძე - ცენტრისტები 0.1%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ დემოკრატიული პარტია - 0.0%
3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.
უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.4 %.
"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები






