დავით ნარმანია კახი კალაძესთან ერთად ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 15:25, 28 Jun, 2016     1109

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში თბილისის მერია სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს. დავით ნარმანია ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან ერთად, დღეს სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მერიის მიერ განხორციელებულ ენერგოეფექტურ პროექტებზე, ასევე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას, რომლის მთავარი მიზანიცაა - ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც თბილისს ენერგოეფექტურ ქალაქად აქცევს. მნიშვნელოვანია ის, რომ 2010 წელს თბილისმა ხელი მოაწერა მერების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც გულისხმობს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებას, CO2 -ის შემცირებას. მაქსიმალურად ინტენსიურად ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს და თბილისის მერიაში სპეციალურად ამისთვის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრიც კი გავხსენით. ამასთან, დღეს პირველი მუნიციპალური საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც საპილოტე პროექტია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. ეს საშუალებას მოგვცემს წლის განმავლობაში 20 ტონით შევამციროთ ჰაერში CO2-ის მოცულობა, გარდა ამისა, დაიზოგება ელექტროენერგია, დაიზოგება ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც საბოლოო ჯამში ბაღის შენახვის ხარჯებს უფრო ეკონომიურს გახდის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ გარე განათების ენერგოეფექტურ სისტემაზე გადაყვანასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ხოლო, სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობები, როგორიც არის ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ. იქნება ენერგოეფექტური და თანამედროვე ევროპული გამოცდილება იქნება გაზიარებული. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბაღში უკვე გათვალისწინებულია ის, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, ასე რომ, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ესწრებოდნენ.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული მერების შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და ღონისძიებაში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ასევე, სამთავრობო უწყებები მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42