თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მან შესაძლოა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ - დეპუტატად იყაროს კენჭი. მისი განცხადებით, ის ყველაფერს იზამს, რომ ლანჩხუთის რაიონში ის პოზიტიური დინამიკა გაგრძელდეს რაც ბოლო სამი წლის მანძილზე მიმდინარეობს.
„წინა არჩევნების დროს ვთქვი, გურია წამხდარ ყანას გავს-თქო, ახლა ბევრი რამ შეიცვალა.მიჭირს იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ამ სამი წლის მანძილზე გაკეთდა. სექტემბერში ჩოხატაურის ცენტრში ულამაზესი თეატრი შენდება ყოველგვარი მორცხვობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი გავაკეთე ამ საქმისთვის და ეს ჩემი მიღწევაც არის, გახსნა 23 სექტემბერს იქნებ და გეპატიჟებით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი აი მაგალითად, აქედან რომ წავალ მივდივარ ახალ მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან, რომ კიდევ ერთხელ განვიხილო იქ არსებული ტექნიკუმის აღდგენის საკითხი. წეინასაარჩევნო დაპირებებში ვთქვი, რომ აუცილებლად გავაკეთებ-თქო, მაგრამ შენობამ მიღალატა. არ დაექვემდებარა აღდგენას, რის გამოც ახალია ასაშენებელი“,-განაცხადა ჭკუასელმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სია სავარაუდოდ 10 ივლისისთვის გახდება ცნობილი. ჭკუასელის განცხადებით, ის არა მხოლოდ ცნობილი, არამედ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.
მასალის გამოყენების პირობები






