როგორც "ნიუპოსტს" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, "პატრიოტთა ალიანსს" მყარი და ბერად მეტი ამომრჩეველი ჰყავს ვიდრე ეს GFK - ის კვლევაშია აღნიშნული.
"რუსთავი 2 თავადაც არ მალავს, რომ მიკერძოებული ტელევიზიაა, ამდენაც როცა ის მსგავს კვლევას აქვეყნებს ეს მიკერძოება იქვე თვალნათლივ ჩანს. რუსთავი 2 - ისთვის ძნელი იქნებოდა იმის წარმოჩენა, რომ ნაციონალური მოძრაობა რეიტინგში ოცნებას უსწრებს ამიტომ დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი მიანიჭა ამ ორ პარტიას. სრულიად გასაგებია ამ ტელევიზიის მიკერძოება პაატა ბურჭულაძისა და მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ და თავისუფალი დემოკრატებისა და ალასანიას მიმართ. დანარჩენ პარტიებს რუსთავი 2 ურეიტინგოდ აცხადებს. ამ კვლევის სანდოობას დაგვანახებს 8 ოქტომბრის არჩევნები. სულ რაღაც 102 დღე დარჩა"- აღნიშნა თევდორაძემ.
მისი თქმით, "NDI -მაც კი რომელიც ყოველთვის მიკერძოებულ შედეგებს აქვეყნებს, ბოლო შეხვედრაზე დაადასტურა რომ პატრიოტთა ალიანსს მრავალრიცხოვანი და მყარი ამომრჩეველი ჰყავს".
რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ კვლევა ჩაატარა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.
კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 21.7%-მა.
კონკრეტულად პატრიოტთა ალიანს რაც შეეხება აღნიშნული კვლევის თანახმად, ინაშვილის პარტიას ამომრჩეველთა 2.2% დაუჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






