ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ბავშვისთვის, რომლის დასახმარებლადაც საქველმოქმედო სპექტაკლზე სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ჩამოიყვანეს, ფული არ გადაურიცხავთ, საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე თარგამაძე პასუხობს.
""ქ.ნ ნანუკა. იქნებ დაგერეკათ ჩვენთვის და გეკითხათ საქმის ვითარება? როცა კარგი რეიტინგი და ექსკლუზივი გინდოდათ რამის კარი შემოგვილეწეთ და ახლა ვერ მოგვაწვდინეთ ხმა, თუ რა ხდება??? ჩვენ მიხეილის დედასთან ვართ ამ საკითხზე შეთანხმებულები, რომ თანხა, რომელიც თეატრებიდან შეგროვდა დაჯდება ისრაელის კლინიკის ანგარიშზე (კლინიკა, რომელიც ასევე ჩვენ მოვუძებნეთ) სანამ მიხეილი სამკურნალოთ წავა, ასევე ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული 10 000 ლარი ( ამ დაფინანსების მოპოვებაშიც ჩვენი მეგობრები დაგვეხმარენ ) და მერიის მიერ დაფინანსებული 5 000 ლარი,რომელიც ასევე ჩვენი მეგობრის დახმარებით დაფინანსდა:)) იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა ეს არის დიდი სიცრუე. პირველმა ჩაიარა მართლაც ანშლაგით, ხოლო მეორე, მესამემ საერთოდ არ გაამართლა, ნახევარიც არ გაყიდულა. ამას დამიდასტურებენ ბავშვები, რომლებიც თეატრის დაწყებამდე გვეხმარებოდნენ ბილეთების გაჩუქებაში, რომ დარბაზი ცარიელი არ ყოფილიყო. ინტრიგა გინდათ? თუ გული შეგტკივათ? უფრო პირველი!!! რაზე მელაპარაკებით, რა გულის ტკივილზე? ისეთი გატაცებული იყავი რეიტინგით ბავშვის ანგარიშის ნომრის გამოცხადებაც კი დაგავიწყდა, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით......"- წერს ელენე ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში.
მის კომენტარს ნანუკას პასუხიც მოჰყვა.



მასალის გამოყენების პირობები






