საქართველოს მთავრობა თუშეთის განვითარების გეგმას შვეიცარიელებთან ერთად შეიმუშავებს
პოლიტიკა - 13:46, 28 Jun, 2016     1155

საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

შვეიცარულმა და ქართულმა მხარეებმა, პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზენტაციისას, შვეიცარიის ტურიზმისა და რეგიონალურ პოლიტიკაზე ისაუბრა ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა. ელჩმა წარადგინა ის ინსტრუმენტები და რეგიონალური პოლიტიკისა და ტურიზმთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებსაც შვეიცარია იყენებს.
ერიკ იაკობმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას საინტერესო უწოდა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
"საქართველოს დელეგაციისგან შევიტყვეთ ქართული ტურიზმის პოტენციალის შესახებ, გავიგეთ ბევრი რამ თუშეთის პროექტის შესახებ, რაც საკმაოდ საინტერესოა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს, ტურიზმის კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და არსებობს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია. მათ შორისაა, ხელმისაწვდომობა - რომლის ზრდაც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ განსხვავებული, ულამაზესი ლანდშაფტი, მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ორივე ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ. შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას", - განაცხადა ერიკ იაკობმა.
თუშეთის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გამართა მთიანი რეგიონების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა პაატა შანშიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამთო რეგიონების განვითარების მიმართულებით საინტერესო თანამშრომლობაა შესაძლებელი.
მთავრობის მეთაურმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეაფასა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინის, ისლანდიასა და ნორვეგიას აერთიანებს.
"ეს არის 14-მილიონი დამატებითი მომხმარებელი საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის პოლიტიკის ხელმძღვანელი რიხარდ კემპფი, ეკონომიკის სამინისტროს რეგიონული და დაგეგმვის პოლიტიკის ხელმძღვანელი ანეტე შპოერი, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ იაკობი და შვეიცარიის ტურიზმის ახალი ბაზრებისა და სპეციალური პროექტების დირექტორი, ფედერიკო სომარუგა, ხოლო ქართული მხრიდან - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ირაკლი ყურაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42