მსგავს საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება- კვირიკაშვილი ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე
ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, ნორმალური ფორმატია, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება იყოს გავლილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
პრემიერის შეფასებით, გაწვევის გაუქმების საკითხის ნატო-ს მოთხოვნებთან დაკავშირება, თინა ხიდაშელის მხრიდან ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმართულება, რომლის თანახმად, საქართველოში, შემდგომი იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება.
"ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.
"ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრულია, საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მყისიერად გასატარებლად. ამ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტისთვის ამ საკითხის სამუშაო რეჟიმში გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო, ვარშავის სამიტისთვის მომზადებულია.
"ჩვენი მოთხოვნაა იმ არსებითი პაკეტის გაფართოება, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსგან. ამ საკითხის მოსწრება ვარშავის სამიტამდე, ჩემი აზრით, არანაირ კრიტიკულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვფიქრობ, დამშვიდებულ რეჟიმში არის გასავლელი ეს გადაწყვეტილება და არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურს კითხვა თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამაზე დღეს საუბარი ზედმეტია.
"ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე, აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა