ლაგაზიძე აქცენტს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდურ მაჩვენებელზე აკეთებს და ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდს, შეუძლია "ოცნებასა" და "ნაციონალებზე" გულაცრუებული ამომრჩევლების ხმები მათ სასარგებლოდ მიიზიდოს.
"მესამე ადგილი იმ ოთხ პარტიას შორის, რომლებსაც ამ კვლევის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს კარგი შედეგია. გასათვალისწინებელია ის ფატი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი პარტია ვართ.
კვლევაში მითითებული შედეგი არის მხოლოდ სტარტი და არა საბოლოო პოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაგვიფიქსირდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამავე კვლევაში დაფიქსირებული კიდევ ერთი შედეგი - ეს გახლავთ ის რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი უარყოფითი მაჩვენებელი, ანუ იმ ადამიანთა შორის რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პარტიების მიმართ და ამბობენ, რომ ამ პარტიებს არასდროს მისცემენ ხმას ფაქტობრივად არ გვაქვს უარყოფითი დამოიდებულება. მეორე მაჩვენებელია ის 35 % ამომრჩეველი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და არ იცის ხმას ვის მისცემს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პარტიებს შორის ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი უარყოფითი მაჩვენებელი იმ 35 % ის ხმების წამოღების ყველაზე რეალური შანსი სწორედ პარტია "სახელმწიფო ხალხს" აქვს. ეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლები ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას ხმას თავისთავად არ მისცემენ, რადგან სიმპათიის ქონის შემთხვევაში ის მკვეთრად იქნებოდა გამოხატული. ჩვენი პროგნოზით, მესამე პოზიცია რომელიც ამ კვლევის მიხედვით გვაქვს უნდა ანაცვლდეს ზემოთ" - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ კვლევა ჩაატარა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.
კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 21.7%-მა.
გამოკითხულთა 7.8% სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეს ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






