"ერთობლივი ძალისხმევით შევძელით შეთანხმების მიღწევა პატიმრობაში მყოფი ორი ქვეყნის მოქალაქეების ორმხრივ გათავისუფლებაზე"- ნათქვამია რგანცხადებაში.
"მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის. თუმცა, საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა არამეგობრული რიტორიკა, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნისთვის ობიექტურად მომგებიან პროცესს"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია , რომ გრძელდება კონსტრუქციული დიალოგი რუსულ-ქართული ურთიერთობების აქტივიზაციის კონკრეტულ საკითხებზე იმ მიმართულებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესი - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები. რუსული მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მგზავრთა და ტვირთა ნაკადი გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






