ჯანელიძემ პოლონეთშიგამართულ შეხვედრებზე ევროპის სივრცეში შექმნილი ვითარება განიხილა
პოლიტიკა - 10:18, 28 Jun, 2016     843

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამარა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირსა და ზოგადად ევროპის სივრცეში შექმნილ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დასავლეთი ბრიტანეთში ჩატარებულო რეფერენდუმის შედეგად დადგა.

პოლონურ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე ცალსახად აღინიშნა, რომ ევროპა დღეს საჭიროებს მყისიერ კონცენტრაციას ევროპის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემდგომი რეფორმირების მიმართულებით ამ გზაზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების ძიება.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ხაზი გაუსვა პოლონეთის შემდგომ მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ბრექსიტის შედეგების მიუხედავად ევრო-ატლანტიკური სივრცე განაგრძობს განვითარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ წევრი ქვეყნების, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც. "ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი საუბარი, ასევე, შეეხო იმ სიტუაციასა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც იმყოფება ევროპა ბრექსიტის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის დიდ ოჯახშია. პოლონეთი უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს ამ მისწრაფებებს“, განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

თავის მხრივ საქათველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას კვლავაც გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ორი მიმართულებით - საქართველოს დემოკრატიზაციის, მისი რეფორმირების და რეგიონში წარმატებული მაგალითის შექმნის გზით და ასევე საქართველოს პირდაპირი სამხედრო კონტრიბუციით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

შეხვედრებზე ასევე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომართულებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებული თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ ტრადიციას და დინამიკას. საუბარი შეეხო საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სტანდარტებით უზრუნველყოფისთვის. მან პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის დელეგაცია არჩევნების პროცესზე დამკვირვებლებად მოიწვია. პოლონეთის სენატის მარშალის განცხადებით, სენატი დააკვირდება საქართველოში არჩვენების მიმდინარეობას. "ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. პოლონურმა მხარემ გამოთქვა თავისი ძლიერი სურვილი, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული. პოლონეთი, თავის მხრივ, სენატის სახელით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს“, განაცხადა სტამისლავ კარჩოვსკომ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42