„ლეონიდ ჩერნოვეცკი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია – კვლევა“
პოლიტიკა - 09:33, 28 Jun, 2016     6623
კომპანია „SocMedia Laborоtory“-ის მიერ, ივნისში ჩატარებული, ფეისბუქის გვერდების საყოველთაო კვლევის მიხედვით, ქართველ პოლიტიკოსებს შორის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქის გვერდს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ეს მონაცემები კომპანიამ ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური ფეისბუქ გვერდების ანალიზის შედეგად გამოავლინა. კვლევისას გათვალისწინებული იყო მკითხველთა საერთო რაოდენობა, მათი მატება, ქართველი მკითხველების რაოდენობა, პოსტების ყოველდღიური რაოდენობა და აუდიტორიის ჩართულობა.

„პოსტების შემცირების მიუხედავად, ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდს მკითხველთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში აუდიტორიის 53%–ია პოსტების კომენტირებაში, მოწონებასა თუ გაზიარების პროცესში აქტიურად ჩართული.“–ამის შესახებ რეიტინგის შემქმნელები იუწყებიან.

ამრიგად, არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდს სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიური აუდიტორია ჰყავს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებული განხილვის თემატიკა და სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის ფორმა სწორად არის შერჩეული.

ლეონიდ ჩერნოვეცკის შემდეგ, მკითხველთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც 270 820 მკითხველი ჰყავს, მესამე ადგილს რეიტინგში კი ვიცე–პრემიერი კახი კალაძე კალაძე იკავებს, რომელსაც 241 740 მკითხველი ჰყავს.

ამავე დროს, როგორც ცნობილია, „Transparency-International Georgia”-ს მიერ, 2016 წლის მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება და შეადგენს 40 %-იან მატებას, სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურად. გამოკითხულთა 86 %–ი თვლის, რომ სოციალური ქსელი ფეისბუქი კომუნიკაციისთვის საუკეთესო პლატფორმაა.

შეგახსენებთ, ფეისბუქზე ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური გვერდების ანალიზი ყოველთვიურად ხორციელდება. კვლევის მიზანი - სოციალური ქსელის მეშვეობით, პოლიტიკოსების კომუნიკაციის ეფექტურობის დადგენაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42