,,ის ადამიანები, რომლებიც მე ბრალს მდებდნენ რაღაც პოლიტიკურ გარიგებებში, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თავის პოზიციას შეცვლიდნენ, რადგან ხდებოდა ბმა მოსამართლეების საქმესთან. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვენეციის კომისიამ ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებები შეაფასა, როგორც სწორი, ხოლო მეორე დღეს ჩამიგდეს მოსამართლეები. სავარაუდოდ, ვინც პოლიტიკურ გარიგებაში მდებდა ბრალს, მათ პოზიცია უნდა შეცვლოდათ. მე არანაირ გარიგებაში არ შევსულვარ. მე ვცდილობ კონსენსუსის მიღებას, რომ იყოს უკეთესი კანონი. ეს არ არის ჩემი დაწერილი კანონი, მე ვერ ვიტყვი, რომ ის იდეალური, მოხდა ჩემს მიერ ჩასწორება მხოლოდ. ითქვა ვენეციის კომისიის მიერაც რომ არის ბევრად უკეთესი“
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კანონი გამოყენებული იქნა მალევე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ გაჭიანურებაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან ამ კონსრეტულ მუხლში, როცა ერთი მოსამართლე მიმართავს პლენუმს კითხვით, მაქსიმუმ ერთი კვირაა ამის გაწელვის შესაძლებლობა. ,,მეორეც, როცა მოსამართლე ტურავამ ამ საკითხით მიმართა პლენუმს, აღმოჩნდა, რომ მისი მიმართვა არ ყოფილა ხელოვნური, რადგან პლენუმმა თქვა, რომ არა კოლეგიაში, არამედ პლენუმზე განსახილველი საკითხია. ჩემი აზრით ამის არანაირი პრობლემა არ იყო, რომ უკან დაებრუნებინათ.“ - განაცხადა პრეზიდენტმა
რაც შეეხება სასამართლოს პოლიტიზირებას, მარგველაშვილის თქმით, არცერთი ჯგუფის მიერ არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ,,ჯერ-ჯერობით მე 5 ადამიანი მყავს წარდგენილი და დამტკიცებული კოლეგიაში. ვერც ერთზე ვერ მეტყვიან, რომ პოლიტიზირებულია და რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






