,,პოლიტიკური აქცენტი რა თქმა უნდა იყო... მე მჭირდება კვალიფიციური ხალხი“ - პრეზიდენტი გუნდის შესახებ
პოლიტიკა - 21:52, 27 Jun, 2016     1989
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის დანიშვნა მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრად დოლიძის წარდგენაც სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა.

"მე ანა დოლიძე წარვადგინე არა მისი თამასით, არა პოლიტიკური სიმპათიით, არამედ მე ანა დოლიძე წარვადგინე მისი წარსულით და ჩვენი ქვეყნის წარსულიდან გამომდინარე. მე დოლიძე წარვადგინე, როგორც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის უსამართლობასთან მებრძოლი ფიგურა. ბევრს ვერ დამისახელებთ, ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ, რომელსაც ამდენი და ასე თამამად ჰქონდეს გაკეთებული უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. აქ პოლიტიკური აქცენტი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ არა ის, რომ ჩემი გუნდის წევრი იყო ან მოიაზრებოდა, აქ პოლიტიკური აქცენტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იმ უსამართლობის საპასუხოდ რომელიც იყო, ყველაზე ნათელი გზავნილი როგორც სასამართლოსთვის ასევე საზოგადოებისთვის, რომ ანა დოლიძე რომელიც იბრძოდა წინა ხელისუფლების დროს უსამართლობისთვის წინააღმდე, დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე და ის ადამიანები, რომლებმაც პულტს არ დააჭირეს, არასოდეს ყოფილან ისეთი აქტიური როგორიც იყო ანა"- აღნიშნა პრეზიდენტმა გადაცემა "ბარიერში" მონაწილეობისას.

ჟურნალისტი დაინტერესდა ქმნის თუ არა მარგველაშვილი პოლიტიკურ გუნდს რაზეც ქვეყნის პირველმა პირმა თქვა, რომ მისი მიზანია არსებულ რეალობაში კვალიფიციური გუნდი შემოიკრიბოს.

"ყოველთვის მქონდა მცდელობა განსაკუთრებული კვალიფიკაციის ადამიანები შემომეკრიბა. არამარტო ადმინისტრაციაში არამედ უშიშროების საბჭოშიც მაღალი რანგის პროფესიონალები მუშაობენ. მნიშვნელოვანია ყოველთვის უფრო გავაძლიერო ჩემს ირგვლივ კვალიფიციური ადამიანები რაც ემსახურება იმ მანდატს რაც უნდა მივიღო კი არა რაც გამაჩნია. ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებების აღსასრულებლად მე მჭირდება კვალიფიციური ხალხი ანა დოლიძის თემაც ეს არის. ასეთი ადამიანი რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია შემთხვევით არდამტკიცებული არ უნდა ყოფილიყო"- თქვა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42