გიორგი მარგველაშვილის თქმით, არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, რომელიც კვალიფიციური ადამიანების ჩართულობით უნდა იქნას კონსტრუქციულ რეჟიმში განხილული.
,,სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ სამი კვალიფიციური კანდიდატის ასე უაპელაციოდ ჩაგდება იყო არასწორი. სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმირება, გაძლიერება და ბევრად მეტი ურთიერთობა და ღიაობა საზოგადოებასთან.
კითხვები, რომელიც სასამართლო სისტემასთან მიმართებაში ისმის, ბევრად უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა იქნას განხილული, ყველას მონაწილეობით. სასამართლო სისტემაში არიან კვალიფიციური ადამიანები და უნდა იყოს მათი ჩართულობით.
პარლამენტში გამოსვლის დროს ყველა ყველაფერში დამეთანხმა და შემდეგ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაიდგა. პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე მე არ გამაჩნია საკანონმდებლო ინიციატივა და სამწუხაროდ ნაბიჯი არ გადაიდგა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






