ვერავინ იტყვის, რომ ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან - პრეზიდენტი მოსამართლეობის კანდიდატებზე
პოლიტიკა - 20:41, 27 Jun, 2016     1234
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქრთველოს მერვე მოწვევის პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს მხარს დაუჭერს.

გადაცემა "ბარიერში" პრეზიდენტმა კანდიდატების პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე ისაუბრა.

"ასეთი პრეცედენტები ჩვენს პრაქტიკაში, ჩემსა და მერვე მოწვევის პარლამენტის პრაქტიკაში ყოფილა. აქამდეც ყოფილა რომ ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატები პირველ კენჭისყრაზე ვერ გასულან, თუმცა შემდეგ დაუმტკიცებიან- ეს ერთი არგუმენტი. მეორე არგუმენტი ის არის რომ უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში ვითარება ძალიან პრობლემურია, იქ სადაც მე ქალბატონი ლალიაშვილისა და ქალბატონი თოდუას კანდიდატურა წარვადგინე. მესამე არგუმენტი მდგომარეობს შემდეგში რეალურად ამ კანდიდატების მიმართ არც ერთი უარყოფითი პოზიცია არავის დაუყენებია.

პრეზიდენტის თქმით, მას არგუმენტები იმის შესახებ რომ კანდიდატები გამოუცდელები არიან არ მოუსმენია.

"იყო არგუმენტი, რომ რაღაცა შესასათანხმებელია. რა არის შესათანხმებელი რა ტიპის გარიგებაზე ან ვაჭრობაზეა საუბარი მე არ ვიცი. ჩემი ვაკლდებულებაა წარვადგინო პროფესიონალი კანდიდატი, რომლის წარსულთან და მის მოღვაწეობასთან კითხვები არ არის და მათი ბიოგრაფია უმწიკვლოა. მე ეს ასე გავაკეთე და არავის უარყვია ეს. ბოლო არგუმენტი კი არის ის რომ იმ სტატუსში რომელშიც ჩვენი სასამართლო სისტემაა, მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმის მას ნამდვილად სჭირდება ნათელი პოლიტიკური ნება და პიასუხისმგებლობის აღება როგორც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, ისე უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს რომ მერვე მოწვევის პარლამენტი შეიძლება რიგგარეშე სესიის მოწვევა, იმედი მაქვს რომ პოლიტიკოსები რომლებიც ხვალ და ზეგ მიდიან არჩევნებში და რომელთა დისკუსიებში ამომრჩეველთან სწორედ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება უნდა იყოს ეს პოლიტიკოსები გაიაზრებენ ვითარების სირთულეს, სერიოზულობას და მისცემენ ამ კანდიდატებს ხმას"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატები პოლტიკურად ანგაჟირებულები არ არიან.

"ამ კანდიდატებზე ვერავინ იტყვის, რომ ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. მე ყველა ჩემს ვალდებულებას ვასრულებ და პარლამენტს წარუდგინე, კვალიფიციური კადრები"- აღნიშნა მარგველაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42