"რესპუბლიკელების" ლიდერს წინასაარჩევნოდ წვევამდელთა სიმპათიის მოპოვება სურს"- სესიაშვილი ხიდაშელს დაუპირისპირდა
პოლიტიკა - 19:30, 27 Jun, 2016     1655
სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ერთგვარი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა. თინა ხიდაშელის აღნიშნული გადაწყვეტილება საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში პოპულისტურ გადაწყვეტილებად უკვე შეფასდა.

მინისტრ ხიდაშელს შვეიცარიიდან უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილის თქმით, სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე განხილვა სჭირდება.

„ასეთ გადაწყვეტილებას ერთი თანამდებობის პირი არ უნდა იღებდეს”- ასეთია გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

თინა ხიდაშელს ღიად დაუპირისპირდა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

- თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, გაწვევას თავდაცვის სამინისტრო არ მოახდენს. თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ბრძანება საშემოდგომო გაწვევას შეეხება და არამც და არამც არ შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, რომელიც 3 დღეში სრულდება და რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტრომ 1000 წვევამდელი მიიღო. ამის გათვალისწინებით ჩნდება ლოგიკური კითხვები - როცა მინისტრი გადაწყვეტილებას არ ათანხმებს არც უშიშროების საბჭოსთან, არც მთავრობასთან, არც პარლამენტთან და იღებს გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად. ეს არის პოლიტიკური გეგმების მატარებელი გადაწყვეტილება და საქმე გვაქვს ჩემი აზრით პოპულიზმთან. თავდაცვის მინისტრი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერია და წინასაარჩევნოდ სურს მოიპოვოს იმ წვევამდელთა და მათი ოჯახის წევრთა სიმპატიები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართ ნიჰილისტურად არიან განწყობილები.

- თინა ხიდაშელი პროვოკაციაზე წავიდა?

- მის გადაწყვეტილებას პროვოკაციულს ვერ ვუწოდებ, იმდენად რამდენაცად სხვა მინისტრებსაც დაუანონსებიათ რომ საკონტრაქტო სამსახური გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სავალდებულო, თუმცა ამ ეტაპზე ამ ცვლილებისთვის ჩვენი ქვეყანა მზად არ არის. მინდა ლიტვის მაგალითი მოგიყვანოთ, რომელმაც თავის დროზე უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და გააუქმა ის, თუმცა დღეს კვლავ დაუბრუნდა ამ მოდელს. მსგავსი გადაწყეტილება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და საჭიროებს, ჩვენს შემთხვევაში მიმაჩნია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანური რესურსი სხვაგან არ მოიპოვება გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა, რომელიც ასევე გამოიყენება სხვა სტრუქტურებში. ასე რომ ერთგვარად პოპულისტური შეიძლება იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, მაგრამ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე ყველამ უნდა გავიგოთ რომ მას ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ საკითხი აუცილებლად უნდა დამდგარიყო უშიშროების საბჭოზე ან მთავრობაზე და ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება. ცალმხრივი გადაწყვეტილება კი მიანიშნებს რომ პოლიტიკური ქულების დაწერის სურვილი არსებობს.

- არსებობს თუ რაიმე სახის მექანიზმი, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის არაღსრულების?

- პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება გააუქმოს აღნიშნული ბრძანება. მე მქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ამ თემაზე საუბარი, ვესაუბრე უმრავლესობის დეპუტატებს. პრემიერთან კომუნიკაცია არ მქონია, ის არ არის საქართველოში ვესაუბრე თავად თავდაცვის მინისტრსაც...

- რა არგუმენტი აქვს თავდაცვის მინისტრს?

- ჩვენ შევთანხმდით, რომ ვერ შევთანხმდით, დამატებით დეტალებზე არ მინდა საუბარი, არც ირინა იმერლიშვილთან და არც უმრავლესობის წევრებთან შემდგარი საუბრების დეტალებიც არ მინდა გავასაჯაროვო. უშიშროების საბჭომ და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა უკვე გამოვითხოვეთ ეს ბრძანება შემდეგ მოქმედებებს გაიგებთ. პრემიერმა თქვა, რომ მას სურვილი აქვს რომ საკითხი მთავრობამ განიხილოს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42