შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხიდაშელის უწყებას მძიმე ფინანსურ დარტყმას მიაყენებს, რის შედეგადაც ბიუჯეტის დიდი ნაწილი წავა კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოხელეების ხელფასებში:
„ეს არის არასწორი და მავნე გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული თავდაცვის მინისტრის მიერ კონსულტაციების გარეშე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამხედროებთან. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ წვევამდელების გაწვევა არ უქმდება, ეს არის ტყუილი. გაწვევის მექანიზმი არ უქმდება, იმიტომ, რომ საქართველოში გარდა თავდაცვის საინისტროსა, წვევამდელები ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა წვევმადელების მიღებაზე ჯარში, შსს და სასჯელაღსრულება ამ უარს არ ამბობს. აქედან გამომდინარე გაწვევა, როგორც მექანიზმი და ინსტიტუცია არ უქმდება.
იმით, რომ თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს, ჩვენი თავდაცვითი უნარიანობა მკვეთრად ვარდება, რადგან ამით უარს ამბობს სამხედრო რეზერვის შექმნის პერსპექტივაზე და ჩვენი ტერიტორიების დაცვაზე. ეს გადაწყვეტილება არის მავნე კიდევ იმის გამო, რომ თითოეული კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცი სახელმწიფოს უჯდება 10 ათასი ლარით უფრო ძვირი, ვიდრე წვევამდელი, არავითარი სიგნალი ფინანსთა სამინისტროსგან და პრემიერ-მინისტრისგა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება პროპორციულად ამ თანხებისა, არ ყოფილა.
თავდაცვის სამინისტროს ექნება ორი გზა, ან გამოიყენოს ამ დეფიციტის შესავსებად ის რესურსები, რომელიც მას გააჩნია და ეს არის რესურსები, რომელიც მიმართულია ჯარის წვრთნაზე და შეიარაღებაზე, ახალ შეიარაღებაზე საუბარი ზედმეტი იქნება, რადგან ყველაფერი წავა ხელფასებში, ან მეორე, ის ჩვეულებრივად შეამცირებს ჯარს. არ არის საუბარი 1000 კაცზე, საუბარია დაახლოებით 9 ათას ადამიანზე“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






