რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, , გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რუსეთის დადანაშაულება ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორი საქციელია. პრაღის ფორმატსი რუსეთის წარმომადგენლის თქმით საქართველომ არსებული რეალობა უნდა აღიაროს და ტერიტორიებზე კამათის ნაცვლად კონკრეტული ინციდენტის გამოძიებას უნდა შეუწყოს ხელი:
„აუცილებელია მოხდეს იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე 19 მაისს ქონდა ადგილი, აუცილებელია დამანშავეების დასჯა. ეს თემა განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების დროს ჩვენ ცოტა გვაღელვებს , რომ წინა საარჩევნო პერიოდის გამო ემოციური მსჯელობიდან გამომდინარე, მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს, ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს არსებული ფორმატით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე , რომელიც როგორც მე ვიცი 6 ივლისს შეიკრიბება. აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა, ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე, თუ რა ტერიტორიაა და ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის პერიოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ უკვე სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ აღარ განმეორდეს. საქმეს ფხაზური მხარე იძიებს“- განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






