საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად უნდა იქნეს მიღებული.
საუბარია ბრძანებაზე, რომელსაც თინა ხიდაშელმა ხელი დღეს მოაწერა და რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულა აღარ იქნება:
„არ არის გაუქმებული არავითარი სამსახური, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, მსურს დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იქნეს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იქნეს განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში, არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, ვსაუბრობ ფორმაზე, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვიყავი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






