უფასო პირადობის მოწმობის ერთთვიანი აქციის შედეგად საარჩევნო სიაში დღეს უკვე 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია
პოლიტიკა - 17:01, 27 Jun, 2016     2904
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია. აქედან, აქციის შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საზოგადოებას აქციის შედეგები პირადად გააცნო. მინისტრის ინფორმაციით:

· 194 670 პირიდან 26 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა არ ჰქონდა 160 503 საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ისარგებლეს უფასო აქციით და დღეს უკვე ფლობენ გაუყალბებელ დოკუმენტს;

· 194 670 პირიდან 26 მაისამდე ბიომეტრიული დოკუმენტი არ ჰქონდა 126 702 მოქალაქეს;

· რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი 1 838 მოქალაქე, რომლებიც ამ აქციის შედეგად დაბრუნდნენ საარჩევნო სიაში;

· მისამართის გარეშე იყო რეგისტრირებული 1 475 პირი და აქციის შედეგად მათი მისამართიც დაზუსტდა;

· 26 მაისამდე იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი არ ჰქონდა 5 701 მოქალაქეს.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეიძლებოდა. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს მიეძღვნა და მისი მიზანი პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტება იყო.

ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღეს პირებმა 17 წლის ასაკიდან. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასში (საფასურის 50%) გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. მთლიანობაში, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე 1 917 000 პირადობის მოწმობა გაიცა.

ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42