"ახალი თაობა" წერს, რომ კობა კობალაძეს სამი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად იგი ავღანეთში იმყოფებოდა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა.
ახალი თაობა წერს, 1000 ცალი წიგნის დაბეჭდვა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოხდა. "ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ, შესაძლოა ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ" - წერს გამოცემა.
"ნიუპოსტმა" გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება თავად კობალაძესთან სცადა. ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და ტელეფონი გაგვითიშა.
"გავიარეთ უკვე ეგ საკითხი ჩემო კარგო, ვერ გავიგე ჩვენ რეალური ინფორმაციის გავრცელება გვინდა თუ ჭორების?"- აღნიშნა კობალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






