,,რამდენიმე დღის წინ განათლების ახალმა მინისტრმა ჯეჯელავამ ბრძანა, რომ განათლებაში არსებული პრობლემები არიან განპირობებული არასწორი გადაწყვეტილებით, რომელიც იყო მიღებული 5 წლის წინ. პრინციპში ამ მთავრობის წარმომადგენლისგან მე სხვა არაფერს არც ველოდი, მაგრამ სოზოგადოებას მაინც მინდა შევახსენო გადაწყვეტილებები, რომელებიც მე მივიღე 5 წლის წინ და რა დარჩა ეხლა იმ რეფორმებისგან.
მაშ ასე, 5 წლის წინ დაიწყო პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა. შეიქმნა მასწავლებლების სახლები თბილისში და ქუთაისში. ორ წელიწადში 20 000-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა სერტიფიცირება და მიიღო სახელფასო დანამატები, მათ შორის 1000 ლარიანიც. ახალმა ხელისუფლებამ ეს პროგრამა გაანადგურა, გააჩერა მასწავლებლების სახლების მშენებლობა თელავში, ბათუმში, ახალციხეში, რუსთავში, ზუგდიდში და ფოთში. შედაგად, 2015-ში 74% პედაგოგების ჩაიჭრა სასერტიფიკაციო გამოცდებზე. ლარის გაუფასურების შედეგად კი თითო პედაგოგმა დაკარგა 120-150 ლარი თვეში.
5 წლის წინ შეიქმნა მანდატურების სამსახური და ევროპელების კვლევებით ჩვენი სკოლების უსაფრხოება 7%-დან ავიდა 78%-მდე; 20 000-ზე მეტმა მოსწავლემ კერძო სკოლებიდან გადავიდა საჯაროებში, ბავშვები დაბრუნდნენ სკოლებში, გაცდენების დონე შემცირდა და დასწრება აღემატებოდა 94%-ს. ახალმა მთავრობამ მანდატურების სამსახური ვერ გააუქმა იმის გამო, რომ ამ სამსახურს ჰქონდა საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობა, მაგრამ შიგნიდან გაანადგურა და მანდატურები სკოლის დარაჯებად აქცია. შედეგად ახლა სკოლებში ხდება “ობშაკის” შეგროვება, მე-11 კლასელების დასწრება არის 36% და მე12 კლასელები საერთოდ არ დადიან სკოლაში, თვე არ გავა, რომ არ მოხდეს ჩხუბი ან ვინმეს დაჭრა.
5 წლის წინ, სამცხე ჯავახეთში და ქვემო ქართლში წავიდა 500-ზე მეტი მოხალისე ქართული ენის პედაგოგი. შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში და თუ ამ რეფორმამდე მხოლოდ 3 არაქართულენოვანი მოსწავლე იყო საქართველოს უნივერსიტეტებში, ახლა არის 2000-ზე მატი. ახალმა მთავრობამ ეს პროექტი “გაანახევრა” და შედეგიც ამის უკვე სახეზეა.
5 წლის წინ ჩვენ ჩამოვიყვანეთ აშშ-დან , ევროპიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგები . თუ ამ რეფორმამდე 45% ირჩევდა ინგლიურს და 45% რუსულს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, 2012-ში 75%-მა აირჩია ინგლისური. ახალმა ხელისუფლებამ 2000 მოხალისე პედაგოგებისგან დატოვა 47...
5 წლის წინ პროფესიული განათლების რეფორმამ 20 000-დე გაზარდა სტუდენტთა რაოდენობა პროფესიულ სასწავლებლებში. ეს რეფორმაც ახალმა მთავრობამ გააუქმა და შედეგად სტუდენტთა რაოდენობა შემცირდა 10 000-მდე
ამ მთავრობამ უმაღლეს განათლებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში 5-ჯერ. ესეც ჩემი ბრალია ? ან ბათუმის ტექნოლოგიური უნივესიტეტის განადგურება და შენობის გაყიდვაა ჩემი ბრალი ? ბევრი სხვა რეფორმაც გააჩერა ამ მთავრობამ განათლებაში და დღევანდელი სავალალო შედეგები არის ზუსტად ამის ბრალი... და ბოლოს ერთი ადამიანური რჩევა ახალ მინისტრს: სანამ სხვას გადააბრალებ რამეს, ჯერ სისტემა შეისწავლე, ხედვა ჩამოაყალიბე, რამე ახალი შესთავაზე და მერე სხვებს აგინე...“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






