მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სოციალური გარანტიები გაიზარდა
პოლიტიკა - 13:28, 27 Jun, 2016     2732

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამსახურის გავლისა და სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით მიიღეს.

ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობებად დაყოფა, რაც სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა და მაშველებს:

  • 2016 წლის 1 სექტემბრიდან „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ;
  • ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო;
  • განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები;
  • სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა;
  • მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
  • ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.

აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.

მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი გადაცემათ.

კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება და სამსახურიდან დათხოვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42