"ოცნების" მაჟორიტარები და საარჩევნო სია - ვინ არიან ფავორიტები ?
გამოცემა "მთელი კვირა" "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სიას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, "ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის ნაცვლად თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული დასახელდება. თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით მაღრაძე იქნება.
ქუთაისში სამი მაჟორიტარიდან ერთ-ერთ კანდიდატად წარადგენენ ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიას, რომელიც მანამდე იმერეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
ქუთაისში მეორე კანდიდატად ასევე განიხილებოდა ახლანდელი მერი შოთა მურღულიაც, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ის არ დასახელდეს;
ხარაგაულ-ბაღდათში შერჩეულია ინტელექტ კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი დავით ლომინაძე.
ფოთში ორიდან ერთ-ერთ კანდიდატად გადაწყვეტილია სალომე ზურაბიშვილის დასახელება;
მარტვილი-აბაშის ოლქში ისევ სოსო დანელია უნდა იყოს, რომელიც გასულ წელს აირჩიეს;
ზუგდიდში ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია იქნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია.
ოზურგეთში იგეგმება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წარდგენა, ლანჩხუთი-ჩოხატაურში - თემურ ჭკუასელის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. ამ ორს თუ მაჟორიტარად არ წარადგენენ, პარტიულ სიაში ადგილები მაინც გარანტირებული აქვთ. ისევე, როგორც ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება სიაში.
ზაქარია ქუცნაშვილის დაყენება იგეგმება დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის გაერთიანებულ ოლქში;
ასევე გარკვეულია, რომ მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს, გედევან ფოფხაძე კი ისევ ბორჯომში განიხილება.
მოქმედი მინისტრებიდან კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად უნდა დასახელდეს; სოზარ სუბარი - თბილისის რომელიმე რაიონში. ასევე განიხილება თეა წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობაც თბილისის რომელიმე რაიონში"- წერს გაზეთ "მთელი კვირა".
გამოცემა საარჩევნო სიაზეც წერს. "პოლიტსაბჭოს წევრებიდან ერთადერთი დავით საგანელიძე არ იქნება არცერთ სიაში. როგორც თავად აცხადებს, ის დეპუტატობას საკუთარი სურვილით დაემშვიდობა.მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მას შეცვლილი კანონით სიაში მოხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგომაც არ მოუწევს. განსხვავებით კალაძისგან, რომელიც სამტრედიაში კენჭისყრის გამო უნდა შეელიოს მინისტრის სავარძელს.პოლიტსაბჭოს წევრებიდან პარტიულ სიაში აუცილებლად იქნებიან: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, თუმცა ბესელიაზე საუბარია, რომ შესაძლოა, მან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.ასევე სიაში იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ირაკლი სესიაშვილი.
სესიაშვილს დიდი ხანია მედიაში თავდაცვის მომავალ მინისტრადაც განიხლავენ, რადგან ვარშავის სამიტის შემდეგ "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელის გადადგომის მოლოდინია, თუმცა, ასევე ვრცელდება ცნობა იმაზე, რომ ხიდაშელი შესაძლოა არა სესიაშვილმა, არამედ გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს, რომელიც მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა.
სიაში ძველ დეპუტატებს ახლებიც შეემატებიან: ბიზნესმენი, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი; ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" ექსთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი ირინე ფრუიძე; ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან კაკულია; შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.საუბარია იმაზეც, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დასახელება არ ისურვა, მაგრამ პარტიულ სიაში განიხილება თამარ ჩუგოშვილიც. ასევე განიხილებიან: "2030"-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძეც, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძეც და "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილიც.ასევე საუბარია იმაზეც, რომ არჩილ თალაკვაძეს შს სამინისტროდან პარტიის სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჰყავს.ზოგადად, გაცხადებულია ის, რომ გუნდში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ექნებათ განსხვავებული მოსაზრება. ასევე ნაკლები მსახიობი და სპორტსმენი იქნება მომავალ სიაშიც. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სიაში არ განიხილება ან ბოლო ნომრებად მიიჩნევა მოქმედი დეპუტატების ნაწილიც, მაგალითად, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ომარ ნიშნიანიძე, ზვიად ზვიადაური და სხვები"-წერს "მთელი კვირა".
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა