საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იქნება თუ არა იგი მომავალ მთავრობაში იმავე თანამდებობაზე, მოსახლეობის გადასაწყევტია. ხიდაშელის თქმით, ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები:
„ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, მოსახლეობის გადასაწყვეტია. ეს დამოკიდებულია მთლიანად იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ოქტომბრის არჩვნები. ეს ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, ისევ ვიქნები მინისტრი, ზუსტად ვიცი, რა ჭირდება თითოეულ ჯარისკაცს. თუმცა, ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, არა მხოლოდ ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, არამედ,ზოგადად, ვინ იქნება მთავრობაში, პრემიერ-მინისტრიც და თითოეული მინისტრიც. 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია”, - განაცხადა თინდა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






