საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. თავდაცვის უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა ბრალდებები მათი არავის სჯერა, შესაბამისად იმავე პათოსით უნდა მოხდეს ამ ბრალდებების უარყოფა. ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიები ქართულ მხარეს საერთაშორისო დონეზეც ჰქონდა:
„ბევრი დისკურისა გვქონდა როგორც გაერო-ს ასევე ევროკავშირის საერთაშორისო მისიებთან, არავის არ სჯერა ამ ბრალდებების, მაგრამ მეორეს მხრივ ბრალდებები ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა, ამიტომ ამ ბრალდებებს პასუხები უნდა გაეცეს. მე რამდენიმე კვირის წინ ვიყავი გაერო-ს შტაბბინაში, გამოძიების წინასწარი შედეგებით და ჩემი მოთხოვნა და პოზიცია არის ძალიან კატეგორიული, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, ჩვენ პარქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ, ზუსტად იმავე ტრიბუნებიდან, იმავე სიმაღლიდან და იმავე პათოსით უნდა მოხდეს ამ ბრალდებების უარყოფა“, - განაცხადა თინა ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






