„ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ ,,სტარტაპების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას. როგორც წესი, ინოვაცია და საინტერესო ბიზნესიდეები თქვენს თანატოლებს, მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არა აქვთ საწყისი კაპიტალი. სწორედ აქ დაგიდგებათ სახელმწიფო გვერდში და დაგიფინანსებთ საინტერესო წამოწყებებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით. ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში. მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს, - გამოიყენეთ შანსი, რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






