,,ქვეყანას თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები სჭირდება“ - პრემიერმა ახალგაზრდებს მიმართა
პოლიტიკა - 19:26, 26 Jun, 2016     1384
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფოს სჭირდება სწორედ ახალგაზრდული იდეები და შემართება.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ ანთებულ და შემართულ ახალგაზრდას ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხსიმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, თითეოული წევრისთვის, ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია ”ქართული ოცნება” ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია, გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია. თქვენი ენერგია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იქნება.

”თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის. ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების თქვენული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენ სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. მინდა იცოდეთ, პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფოს მშენებლობასა და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება. მაღალი ღირებულებების ერთული და სხელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ წარმატებულ ქვეყანას, ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42