,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა 25 მაისს შეიტანეს წერილობითი მოთხოვნა აჭარის უსაქმური მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის შემადგენლობის გადაყენების შესახებ.
უახლოეს დღეებში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაისმება გადაყენების საკითხი და გაიმართება დებატები. რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში გამეფებულია უსაქმურობა, კორუფცია და ნეპოტიზმი. არცერთი დაპირება არ შესრულებულა და მოსახლეობის უკმაყოფილება დღითითღე მატულობს. ერთიანი ნაციონალური მოძეაობის წევრი პეტრე ზამბახიძე ითხოვს ხაბაძის დაუყოვნებლივ გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლესის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაყენების გადაწყვეტილებას“ - ანაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა პეტრე ზამბახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






